კალაძისა და აქტივისტების საპირისპირება

კალაძემ მაისურშემოხეულ აქტივისტს ახალი მაისური აჩუქა, რომელზეც მისი და სააკაშვილის ფოტოა

თბილსის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გუშინ ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირებისას არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. კალაძის თქმით, ორი პროვოკატორი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდა. 

თბილსის მერმა ჟურნალისტებთან დღეს მაისური მიიტანა და თქვა, რომ იმ აქტივისტს აჩუქებს, რომელსაც შემოხეული ჰქონდა, მაისურზე დაპირპირებაში მონაწილე ადამიანის ფოტოა დატანილი, სადაც ის ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვითან ერთად არის გადაღებული.

"ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან", - ამბობს კალაძე.

გუშინდელ კადრებში ჩანს, რომ ერთერთ აქტივიტს მაისური აქვს შემოხეული, კალაძე ამბობს, რომ მან სავარაუდოდ მაისური თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია არ გამოუვიდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა", - ამბობს კალაძე.

გუშინ, 5 ივნისს, კალაძე ვარკეთილში სკვერს ხსნიდა, მასთან ანას ბაღის მცველები და აქტივისტები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მთავარი არხის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კალაძე და აქტივისტი ერთმანეთისკენ იწევენ, მათ რამდენიმე ადამიანი აშველებს. 

კომენტარები