ტურიზმი

მთავრობა: ისრაელთან ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომლების დაკმაყოფილებაც საჭიროა საერთაშორისო ტურიზმის გასახსნელად. 

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. "უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით". 

კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელთან ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა გადავადდა, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო.

"შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და ცვლილების შესაბამისად მიიღებს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კი, უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იქნება", - წერია განცხადებაში.

საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნა 15 ივნისიდან არის დაგეგმილი. უკვე გახსნილია რესტორნები და სასტუმროები. 

კომენტარები