HBO

HBO MAX-მა ქარწაღებულნი "რასისტული გამოსახულებების" გამო დროებით სარჩევიდან ამოიღო

Gone With the Wind
Variety.com

HBO Max-მა სარჩევიდან "Gone With the Wind" [ქარწაღებულნი] დროებით ამოიღეს და ფილმს პლატფორმაზე ისტორიულ კონტექტსზე დისკუსიითა და რასისტული გამოსახულებების მხილებით დააბრუნებენ.

კომპანიამ 1939 წელს გადაღებული ფილმის დროებით ამოღების გადაწყვეტილება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული პროტესტების შემდეგ მიიღო.

"Gone With the Wind იმ დროის პროდუქტია და წარმოაჩენს ეთნიკურ და რასობრივ ცრურწმენებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ამერიკულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრებია. ეს რასისტული გამოსახულებები არასწორი იყო მაშინ და არასწორი არის ახლაც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფილმის შენარჩუნება განმარტებისა და ამ გამოსახულებების მხილების გარეშე, უპასუხისმგებლო იქნება", - თქვა HBO-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ფილმი სარჩევში დაბრუნების შემდეგ შეცვლილი არ იქნება, რადგან ეს ისტორიის გადაკეთება იქნებოდა.

"როდესაც ფილმს HBO Max-ზე დავაბრუნებთ, მას თან დაერთვება დისკუსია ისტორიულ კონტექსტზე და [რასისტული] გამოსახულებების გმობა, თუმცა ფილმი შეცვლილი არ იქნება, რადგან არ გვსურს ვამტკიცოთ, რომ ამ ცრურწმენებს არასდროს უარსებია. თუ გვსურს სამართლიანი მომავლის შექმნა, პირველ რიგში უნდა გავეცნოთ და შევისწავლოთ ჩვენი ისტორია", - თქვა HBO-ს წარმომადგენელმა.

ფილმის სარჩევიდან ამოღებას წინ უძღოდა "12 Years a Slave"-ის სცენარისტის, ჯონ რიდლის ოპედი, სადაც ის ხსნიდა, რატომ შეიცავს "ქარწაღებულნი" რასობრივ სტერეოტიპებს.

"Gone With the Wind"-ში სიტუაცია ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ, ატლანტაში ვითარდება. ფილმი გვიამბობს პლანტატორის შვილის, სკარლეტ ო'ჰარასა და სამხრეთელი არისტოკრატის, რეტ ბატლერის სიყვარულის შესახებ.

კომენტარები