საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა: 10 ივნისიდან მატარებლის ბილეთების ონლაინ შეძენა იწყება

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეიდან, 10 ივნისიდან, მატარებლის ბილეთების ონლაინ გაყიდვა იწყება. მაგისტრალური მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას:

  • თბილისი-ბათუმი 
  • თბილისი-ოზურგეთი
  • თბილისი-ფოთი
  • თბილისი-ზუგდიდი
  • თბილისი-ქუთაისი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის აპლიკაციით ან ვებგვერდის საშუალებით. 

სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. 

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, კომპანია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის მზად არის.

რკინიგზის მიმოსვლა საქართველოში 21 მარტიდან შეწყვეტილია.

კომენტარები