მედიცინა

იტალიელმა ქალმა ტვინის სიმსივნის ოპერაციის დროს ზეთისხილის ბურთულები მოამზადა

60 წლის იტალიელმა ქალმა თავის ტვინის მარცხენა საფეთქლის წილიდან სიმსივნის ამოღების ოპერაციის დროს ასკოლის ზეთისხილის ბურთულები მოამზადა.

ამ დრომდე, ტვინის ოპერაციის დროს პაცინტებისთვის ვიოლინოზე, გიტარაზე დაკვრა უთხოვიათ, თუმცა, ზეთისხილის ბურთულების გაკეთება, ჯერჯერობით, არავის ახსოვს.

ანკონა რიუნიტის საავადმყოფოში ნეიროქირურგმა ორ საათნახევრიანი ოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

მისივე თქმით, პაციენტმა ერთ საათში 90 ზეთისხილის ბურთულა მოამზადა.

პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია ფხიზელ მდგომარეობაში უტარდება მაშინ, როდესაც ზოგიერთ ნევროლოგიურ დაავადებას კურნავენ, როგორიცაა სიმსივნეები, რომლებიც გავლენას ახდენს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც მხედველობაზე, მოძრაობაზე ან მეტყველებაზე არიან პასუხისმგებელნი.

ჯანმრთელ ქსოვილზე მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით ქირურგის დასახმარებლად პაციენტს შეიძლება კითხვები დაუსვან ან რაიმე აქტივობაში ჩართვა სთხოვონ.

მარცხენა საფეთქლის წილი მეტყველებას, მეხსიერებას და სხეულის მარჯვენა ნაწილის მოძრაობას აკონტროლებს.

ქირურგის თქმით, მსგავსი მეთოდით ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმები პაციენტს აკონტროლებენ.

ექიმ ტრიგნანის განცხადებით, მისი ჩათვლით, აღნიშნულ ოპერაციაში 11 ექიმი იყო ჩართული.

გასულ წლებში მას 60 მსგავსი ოპერაცია აქვს ჩატარებული. მაგალითად, ერთერთი ტვინის ოპერაციის დროს პაციენტს ანიმაციური ფილმების ყურება სთხოვეს.

ასკოლის ზეთისხილების კერძი ცენტრალური იტალიის მარკეს რეგიონიდან არის. მწვანე ზეთისხილებში შეკაზმული ხორცის ბურთულები არის ჩადებული და ზეთისხილები ფქვილით, კვერცხითა და პურის ნამცეცებით არის დაფარული. ზეთისხილისგან დამზადებული ბურთულებს ზეთში წვავენ.

კომენტარები