აშშ-ის საელჩო საქართველოში

ბოკერია სანიკიძის განცხადებაზე, აშშ-ის საელჩო რომ ივანიშვილს უსმენს: გასართობი სისულელეა

გიგა ბოკერია
ტაბულა

"სისულელეებს შორის ზოგი კარგი, გასართობი სისულელეა ხოლმე, ეს კი კარგი გასართობი სისულელეა". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უსმენს.

გუბაზ სანიკიძის განცხადებას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა და ამ განცხადებას აბსურდული უწოდა – "ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია".

მოგვიანებით, დეგნანის კომენტარის შემდეგ, გუბაზ სანიკიძემ აშშ-ის ელჩს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მოსაზრება არასწორად ჩამოაყალიბა.

გუშინ, 10 ივნისს, გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ისმენს.

კომენტარები