კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ის კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, სულ - 81

cominf

ოკუპირებული ცხინვალის რეგიოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურა."რესი" ამ ინფორმაციას სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ანა გაგლოევას ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 3 რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია, ერთი კი – სამხედრო მოსამსახურე. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსზე 43 ტესტი ჩატარდა, ჯამში – 2 037. 

17 ივნისის მონაცემებით, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან 35 კადეტია. დაკვირვების ქვეშ 223 ადამიანია. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი 3 შემთხვევა 5 მაისს დადასტურდა. 

კომენტარები