ეკონომიკა

ISET: იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი არ აღდგება მშპ 10,7%-ით შემცირდება

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა მოამზადა. ორგანიზაციის მიერ მიერ მომზადებულ კვლევაში მან ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის რამდენიმე სცენარი განიხილა. 

  • პირველი ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ტურისტული სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში ორგანიზაციის პროგნოზით მშპ 10%-ით შემცირდება;
  • მეორე სცენარით, ისინი, ვინც  საზღვარგარეთ მოგზაურობდა, ადგილობრივ ზღვისა თუ მტის კურორტებზე გადანაწილდებიან. ამის მიუხედავად, კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და მშპ 9,9%-ით შემცირდება; 
  • მესამე სცენარის მიხედვით, საქართველოდან გამსვლელი ტურისტების მიერ დასახარჯი თანხა მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე დაიხარჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში მშპ, შესაძლოა, 9,2%-ით შემცირდეს; 
  • მეოთხე სცენარი უკვე უსაფრთხო კორიდორების მეშვეობით პარტნიორ ქვეყნებთან მოგზაურობის შესაძლებლობას მოიცავს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ს გაუტოლდება, ხოლო მშპ 7,9%-ით შემცირდება;
  • მეხუთე სცენარი საერთაშორისო ვიზიტორების 50%-ით აღდგენას ითვალისწინებს, რა შემთხვევაშიც მშპ-ის შესაძლო კლება 6,5%-ს გაუტოლდება.

2019 წლის იანვარ-მაისში ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი 1,1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, ხოლო წლევანდელი იმავე პერიოდის მაჩვენებელი 445 მილიონ დოლარს შეადგენს. კლება წინა წელთან შედარებით 40%-ს აღემატება. ნომინალურად კლება დაახლოებით 655 მილიონ დოლარს აღემატება. 

წლის პირველ ხუთ თვეში, მხოლოდ ტურიზმიდან შემცირებული შემოსავალი გასული წლის მშპ-ის 3,7%-ს შეადგენს. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის განახლებულ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს მშპ 4%-ით შემცირდება, მოსალოდნელია, რომ კლებამ ბიუჯეტის ვერსიას საგრძნობლად გადააჭარბოს. 

 

კომენტარები