კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ახალი შემთხვევებიდან 2 საკარანტინო სივრციდანაა, ერთის წყაროს კვლევა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. 

"დღეს ჩვენ ვართ მართვის ეტაპზე. ვირუსი, ჩვეულებრივად, ჩვენთან არის. დღეს ჩვენ გვაქვს 3 ახალი შემთხვევა. მართალია, 2 კვლავ კარანტინიდან გვაქვს და 1-ის კვლევა მიმდინარეობს, თუ სად არის წყარო ამ დაინფიცირებულის.  

როგორც ხედავთ, რაოდენობები არის მერყევი – ხან გვაქვს 20-ის ფარგლებში, ხან გვაქვს ერთეულები და ზოგჯერ გვქონია ისეთი დღეები, როდესაც გვაქვს მხოლოდ ნულოვანი სტატისტიკა. მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ საქართველოში ვირუსი არის და, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაცია, რომელიც არის რეგიონსა და მსოფლიოში". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.  

დღეს, 23 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიციერების 911 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 129 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები