სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე

POG: სენაკში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გ.გ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

შემთხვევა 2019 წლის 22 ნოემბერს მოხდა. 

"ქალაქ სენაკში, ერთერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი". – წერია პროკურატურის განცხადებაში. 

გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები