ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 3 ახალი ინფიცირებულიდან 2 შემოტანილი, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო მესამე პაციენტი კორონადადასტურებულ პირთან იყო კონტაქტში.

ეზუგბაიას ინფორმაცით, ინფექციურმა საავადმყოფომ ორი ახალი პაციენტი მიიღო, რომელთაგან ერთი კლინიკაში მყოფი პაციენტთან იყო კონტაქტში, ხოლო მეორე  საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი. მარინა ეზუგბაიას თქმით, ეს პაციენტი რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან შემოვიდა და საკარანტინო ზონაში დაუდასტუდა კოვიდინფექცია. ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ამ დროის მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 127 პაციენტი.

დღეს, 25 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 917 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 776 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები