ავიაციის სააგენტო

ავიაციის სააგენტო: რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება, ბილეთებს ნუ იყიდით

wizzair

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს უკვე აცნობა. 

"რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

იქიდან გამომდინარე, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ რამდენიმე მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება.

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი 1-ლი ივლისიდან უნდა გახსნილიყო. 

კომენტარები