ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

armenpress.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში სომხეთში COVID-19-ისგან 10 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 443-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კიდევ 147 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 25 542 ადამიანს დაუდგინდა. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა 751 პირი, სულ კი ვირუსისგან 14 048 პაციენტი განიკურნა.

ამ დროის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის აქტიური 10 904 შემთხვევაა. 112 000-მდე ადამიანს ვირუსულ ინფექციაზე ჩაუტარდა ტესტირება.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მუწოდებს, შეიკავონ თავი მეგობრებისა და ნათესავების ნახვისგან. ასევე არ გავიდნენ რესტორნებსა თუ ბარებში და, რამდენადაც შესაძლებელია, დარჩნენ სახლში.

კომენტარები