ქართული ოცნება

კობახიძე: გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იყო, ჰქონდა წნევა, გადავამოწმეთ, იყო ქობულეთში

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო შესწორებების პირველ და მეორე მოსმენამდე პერიოდებში კენჭისყრას პატრიოტთა ალიანსის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია ჩამოაშორეს. 

"გარდა იმისა, რომ ისინი თვითონ არ მონაწილეობდნენ [საარჩევნო სისტემის ცვლილების] კენჭისყრაში, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე პირველ მოსმენამდე, მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას და უშუალოდ პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია". – თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

წამყვანმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ადა მარშანიამ მეორე კენჭისყრამდე მოიტყუა, სად იმყოფებოდა. 

"ადა მარშანიასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეორე მოსმენა იყო და ვიკითხეთ, სად იყო ადა მარშანია. გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა, ვერ ჩამოდიოდა რაჭიდან სიმაღლის გამო. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით, სად იმყოფებოდა ადა მარშანია და იმყოფებოდა ქობულეთში". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები