ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

armradio.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში სომხეთში COVID-19-ისგან კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა.

უწყების ცნობით, კორონავირუსით დაავადებული 149 პაციენტის სიკვდილის მიზეზი კიდევ სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 26 065 ადამიანს დაუდგინდა. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 515 პირი, სულ კი ვირუსისგან 14 563 პაციენტი განიკურნა. 1 ივლისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 900 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები