სპეცრეისები

გახარია: ემიგრანტების ჩამოსაყვანად სპეცრეისები რამდენიმე კომპანიამ უნდა შეასრულოს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, ემიგრანტების ჩამოსაყვანად სპეცრეისებს დანიშნავენ. ორშაბათისთვის კონკრეტული განრიგის შემუშავება გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა და უთხრა, რომ ბილეთის ფასი მოქალაქეებისთვის "მისაღები" უნდა იყოს.

"ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ჩვენ ყველას გვსმენია, ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან გამოსაყვანი. უზრუნველყავით, თუ შეიძლება, კონკურენციის რაღაც ელემენტარული დონე მაინც“ - აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით გადაავადა, ივლისის თვეში კი რამდენიმე ჩარტერული ფრენა დანიშნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია - საქართველოს ავიახაზები (აირზენა) ასრულებს. ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი რამდენიმე ათას ლარს აჭარბებს.

კომენტარები