სამართლიანობის ლიგა

რეი ფიშერმა სამართლიანობის ლიგის პროდიუსერი შეურაცხყმყოფელ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

Internewscast

ამერიკელმა მსახიობმა, საიბორგის როლის შემსრულებელმა, სამართლიანობის ლიგის პროდიუსერი ჯოშ უიდონი გადასაღებ მოედანზე შეურაცხყმყოფელ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

"ჯოშ უიდონის დამოკიდებულება გადასაღებ მოედანზე იყო ამაზრზენი, არაპროფესიონალური და შეურაცხყმყოფელი. მას მხარს ჯეფ ჯონსი(კომიქსების ავტორი) და ჯონ ბერგი(კიდევ ერთი პროდიუსერი) უჭერდნენ". – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი.

უიდონმა გადასაღებ მოედანზე ზაკ სნაიდერი შეცვალა, როდესაც რეჟისორმა პროექტზე მუშაობა პირადი ტრაგედიის გამო ვეღარ შეძლო. 

ბლოკბასტერის გამოსვლის შემდეგ ფიშერი, სხვა მსახიობებთან ერთად ფილმს აქტიურად მხარს უჭერდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან უიდონი კარგ ადამიანად და პროექტის ღირსეულ მემკვიდრედ მოიხსენია. რამდენიმე დღის წინ მსახიობმა უიდონის მაქებარი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა. 

ბრალდებას პროდიუსერმა ჯონ ბერგმა ტყუილი უწოდა. თავად უიდონს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

კომენტარები