მღვდლები და მრევლი ლგბტ დროშას მიადგნენ და ლოცულობენ

ტაბულა

Tbilisi Pride-ის ოფისთან სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი. თავყრილობის მიზეზი თბილისი პრაიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ლგბტ დროშაა.

ადგილზე შეკრებილი ხალხი დროშასთან ხატებითაა მისული და ლოცულობს. ყრილობა პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების "ქართული იდეის" ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, ორგანიზებულია.

პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები Tbilisi Pride-ის ოფისთან რამდენიმე კვირაა პერმანენტულად აქციებს მართავენ.


ფოტო: ტაბულა

კომენტარები