Tbilisi Pride-ში ამბობენ, რომ გალობის ფონზე მუშაობა ურიგო არაა

ტაბულა

Tbilisi Pride-ის ოფისთან სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბნენ, ისინი პარაკლისს იხდიან, თბილისი პრაიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილ ლგბტ დროშას ხატებითა და "ლოცვის ძალით" ებრძვიან და მის ჩამოხსნას ითხოვენ.

ტაბულას თბილისი პრაიდში უთხრეს, რომ ოფისთან, ლგბტ დროშის ქვეშ აღსრულებული პარაკლისი, რასაც თან გალობა გასდევს, მათ მუშაობაში ხელს არ უშლის: "ურიგო არაა" - გვითხრეს თბილისი პრაიდში.

თავყრილობა პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების "ქართული იდეის" ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, ორგანიზებულია.

პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები Tbilisi Pride-ის ოფისთან რამდენიმე კვირაა, პერმანენტულად აქციებს მართავენ.

კომენტარები