ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 459-მდე გაიზარდა

TASS

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი კი 459-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, COVID 19-ით დაავადებული კიდევ 153 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 26 658 ადამიანს დაუდასტურდა.

COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 473 პაციენტი, სულ კი ვირუსისგან 15 036 ადამიანი განიკურნა. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 11 010 აქტიური შემთხვევაა.

გასულ კვირას სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 400-ზე ნაკლები არ ყოფილა. მიყოლებით სამ დღეს კი COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 700-ს აღწევდა.

კომენტარები