ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

armradio.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი კი 469-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, COVID 19-ით დაავადებული კიდევ 156 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 27 320 ადამიანს დაუდასტურდა.

COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 448 პაციენტი, სულ კი ვირუსისგან 15 484 ადამიანი განიკურნა. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 11 210 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები