ეკონომიკა

ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

გასულ თვეში, აშშ-ში გაცემული ხელფასების რაოდენობა 2,5 მილიონით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ფერმებში და არაკომერციულ ორგანიზაციებში მომუშავე მოქალაქეებს. ამგვარად, უმუშევრობის დონე 13,3%-დან 11.1%-მდე შემცირდა. 

ამგვარი დინამიკა მოულოდნელი იყო ანალიტიკოსებისთვის, Dow&Jones მიერ გამოკითხული ეკონომისტები 2.9 მილიონი სამუშაო ადგილის მატებასა და უმუშევრობის დონის 12.4%-მდე შენარჩუნებას პროგნოზირებდნენ. შედარებისთვის, მაისში 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

განახლებულ სტატისტიკას გამოეხმაურა პრეზიდენტი, ტრამპიც - "დღევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგენის პროცესშია." დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა უმუშევრობის დონის შემცირებაზე შავკანიან მოსახლეობაში. მისი თქმით, შავკანიანთა ჯგუფში უმუშევრობა 16.8%-დან 15.4%-მდე შემცირდა.

ბოლო ორ თვეში გამოვლენილი დადებითი დინამიკის მიუხედავად, უმუშევრობის მიმდინარე მაჩვენებელი 9%-ით აღემატება კრიზისამდელ მოცულობას. 

 

კომენტარები