კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა - ერთი დამხმარე სამედიცინო პერსონალია

GETTY IMAGES

დღეს, 4 ივლისს, ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი ცხელების ცენტრის დამხმარე სამედიცინო პერსონალია, ერთი შემთხვევა კი შემოტანილია. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 948 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 825 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

საქართველოში COVID-19-ის 108 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები