საქართველოს საპატრიარქო

"ვიმედოვნებთ, ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას" - პატრიარქი აშშ-ის ელჩს ულოცავს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. 

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ, დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ისა და, რა თამა უნდა, საერთო ძალისხმევითაც, პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. 

შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს", - ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში.

კომენტარები