მსოფლიო

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულ პირთა სია გამოაქვეყნა, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სხვადასხვა გახმაურებული მკვლელობაში მონაწილე ადამიანებს ეხება. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გავიდა, ეს ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა. 

სანქცირებულ პირთა სიაში, "მაგნიტსკის აქტის" ფარგლებში, რუსეთის 25 მოქალაქე მოხვდა, მათ შორისაა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდ ბასტრიკინი. სანქციების სიაში მოხვდნენ, პირები, რომლებიც 2009 წელს აუდიტორისა და ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საქმეში ფიგურირებდნენ. 

სანქციები დაუწესდათ, მაგნიტკის საქმის გამომძიებელს, ციხის დირექტორს, საქმის პროკურორსა და სხვა პირებსაც.

სერგეი მაგნიტსკი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის პარტნიორი და თანამშრომელი იყო. მაგნიტსკიმ რუსეთის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების სქემა გაშიფრა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ მაგნიტსკი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს. მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვში, მატროსკაია ტიშინას საპყრობილეში გარდაიცვალა. 

სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ საუდის არაბეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშკაგის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები