სომხეთი

მეორე დღეა სომხეთში COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იკლებს

TASS

მსგავსად გუშინდელი მაჩვენებლისა (330 შემთხვევა) ბოლო 24 საათში აღრიცხული ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით იკლებს.

გასულ დღე-ღამეში ვირუსული ინფექცია 349 პირს დაუდასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 29 285 ადამიანს დაუდგინდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსისგან კიდევ 605 პაციენტი განიკურნა, სულ კი ამ დროისთვის ახალი კორონავირუსისგან 16 907 პირი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში COVID 19-ით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 503-მდე გაიზარდა. კორონავირუსით დაავადებული კიდევ 164 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

7 ივლისის მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსის 11 984 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები