ბეჭდების მბრძანებლის ვარსკვლავი, მსახიობი ელაიჯა ვუდი ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
"წავიკითხე თქვენ შესახებ და მინდა ძლიერები იყოთ. იმედი მაქვს, ციხიდან მალე გამოხვალთ და ეს ისტორია წარსულს ჩაბარდება". – ამბობს მსახიობი ვიდეომიმართვაში.
18 ივნისს პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო და მისი შვილი ედუარდი სამართალდამცველებმა დააკავეს. ოპოზიციის ლიდერებს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ედება ბრალად. დაკავებას ევროკავშირი და ბელორუსის უფლებადამცველები გამოეხმაურნენ. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.