კორონავირუსი საქართველოში

ანა არგანაშვილმა საქმე მოიგო - მას ქმართან და შვილთან ერთად თვითიზოლაციაში გადაიყვანენ

ბათუმელები

თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველ ანა არგანაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა – ის ქმართან და 11 წლის შვილთან ერთად კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადავა. როგორც არგანაშვილი Facebook-ზე წერს, მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ დაადგინა, რომ "ბავშვის ინტერესი უპირატესია".

"ხვალ ჩაგვბარდება გადაწყვეტილება და სახლში თვითიზოლაციაში გადავალთ. იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით არ მოექცევიან ადმინისტრაციული ორგანოები, ან წააგებენ სასამართლოში პროცესებს". – წერს უფლებადამცველი.

ანა არგანაშვილი ქმართან და 11 წლის შვილთან ერთად ამერიკიდან 27 ივნისს დაბრუნდა. მან ჩამოფრენამდე შეავსო მოთხოვნა თვითიზოლაციაზე, თუმცა, აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში, თბილისის ერთერთ სასტუმროში გადაიყვანეს.

უფლებადამცველმა სასამართლოში გაასაჩივრა იძულებითი კარანტინი, რადგან მისი თქმით, 11 წლის ბავშვს დაუსაბუთებლად შეეზღუდა თავისუფლება. არგანაშვილის თქმითვე, ბავშვების იზოლაციისთვის სახელმწიფოს ცალკე სტანდარტი უნდა უნდა ჰქონდეს – ადეკვატური სივრცის, შესაბამისი საკვებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფით.

კომენტარები