ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა, სულ - 521

სომხეთში გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსისგან 18 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავცელებიდან დღემდე ვირუსულ ინფექციას 521 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაიზარდა ინფიცირებულთა მაჩვენებელიც, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 535 პირს დაუდასტურდა. სულ კი ვირუსით 29 820 ადამიანი დაინფიცირდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 11 708 აქტიური შემთხვევაა. COVID 19-ით ინფიცირებული კიდევ 164 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

კომენტარები