კრიმინალი

"პატრიოტების" დეპუტატი, "ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი ცოლ-შვილზე ძალადობისთვის დააკავეს

telavi.gov.ge

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის თელავის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. პოლიციამ მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

კომენტარები