შეზღუდვების მოხსნა

გახარია: 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. 

მისივე თქმით, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ასევე იქნება ნებადართული.

"მაგალითად, ბოლო პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან, გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები".- ამბობს გიორგი გახარია. 

კომენტარები