თორნიკე შენგელია

შენგელიას მამა: კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოსკოვში ქართულ დროშას ავაფრიალებთ

Alexander Imedashvili

კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია ამბობს, რომ კალათბურთელის მიერ მოსკოვის ცსკა-სთან გაფორმებულ 3-წლიან კონტრაქტზე დისკუსიას პოლიტიკა უნდა ჩამოვაშოროთ. 

"ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი, უნდა გაგვიხარდეს..." – უთხრა კახა შენგელიამ მთავარს სატელეფონო კომენტარში. 

ჟურნალისტის შეპასუხებაზე, რომ ძნელია, პოლიტიკას ჩამოვშორდეთ, როდესაც საქმე რუსეთის გუნდს ეხება, კახა შენგელია პასუხობს:

"ძნელია ჩამოშორება იმიტომ, რომ იმდენად პოლიტიზებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია იმიტომ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. მე პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, თუ მასე ფიქრობს და, რა ვიცი, ალბათ, კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, როცა მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი ქალბატონ სალომეს".

შენგელია ცსკა-ში ესპანურ საკალთბურთო კლუბ ბასკონიიდან გადავიდა, სადაც ექვს წელს თამაშობდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ფაქტს სამწუხარო და მიუღებელი უწოდა. 

კომენტარები