რუსეთი

რუსეთმა ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ტერორისტთა სიაში შეიყვანა

არკადი ბაბჩენკო
Reuters

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი ჩანაწერი რეესტრში 9 ივლისს გაჩნდა.

გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილი არ არის.

არკადი ბაბჩენკო რუსეთში რამდენიმე გამოცემაში მუშაობდა. იგი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოში. ხშირი კრიტიკის გამო ის მუქარის წერილებს იღებდა, რის შედეგადაც, 2017 წელს მან რუსეთი დატოვა და კიევში გადავიდა საცხოვრებლად.

2018 წლის ივნისში უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაბჩენკო მოკლეს. უკრაინის პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. განცხადებიდან მეორე დღეს ბაბჩენკო პრესკონფერენციაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვასილი გრაცკთან ერთად გამოჩნდა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა დადგმული იყო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა იგეგმებოდა. მისი სიკვდილის ინსცენირება დანაშაულის გახსნისთვის გახდა საჭირო.

კომენტარები