POP SMOKE-ის მკვლელობა

რეპერ POP SMOKE-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

NBC

მიმდინარე წლის 19 თებერვალს 20 წლის ამერიკელი რეპერი Pop Smoke უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მოწმეების თქმით, ღამე რეპერის ნაქირავებ სახლთან შეირაღებული ჯგუფი მივიდა, შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდა და რამდენჯერმე გაისროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მუსიკოსი გარდაცვლილი დახვდა.

ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა.

"ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებმა სამი ზრდასრული და ორი არასრულწლოვანი პირი დააკავა. მათ ბაშირ ჯექსონის(Pop Smoke-ის ნამდვილი სახელი) მკვლელობაში ედებათ ბრალი. დამატებით დეტალებს ახლო მომავალში გაგაცნობთ". – წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი სცენაზე 2019 წელს გამოჩნდა სიმღერით Welcome to the Party. მოგვიანებით მან პირველ მიქსთეიფ ალბომი გამოუშვა. გარდაცვალების შემდეგ 50 Cent-ის დახმარებით გამოვიდა Pop Smoke-ის პირველი სტუდიური ალბომი Shoot for the Stars, Aim for the Moon.

კომენტარები