კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Shannon Stapleton/Reuters

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 995 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.

კომენტარები