ჰოლივუდი

ტრავოლტას ცოლი, მსახიობი კელი პრესტონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი კელი პრესტონი 57 წლის ასაკში მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. ინფორმაცია პრესტონის გარდაცვალების შესახებ მისმა ქმარმა, ჯონ ტრავოლტამ გაავრცელა. 

ტრავოლტას თქმით, კელი პრესტონი ბოლო ორი წლის განმავლობაში ავად იყო. მსახიობმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ცოლის ექიმებსა და მეგობრებს. 

"დამძიმებული გულით გაცნობთ, რომ ჩემმა მშვენიერმა ცოლმა კელიმ მკერდის სიმსივნესთან 2-წლიანი ბრძოლა წააგო. ამდენი ადამიანის სიყვარულითა და მხარდაჭერით მან მამაცად იბრძოლა. მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის მადლიერები ვიქნებით მისი ექიმებისა და ექთნების, ყველა სამედიცინო ცენტრის, რომელიც დაგვეხმარა, ისევე, როგორც ბევრი მეგობრისა და საყვარელი ადამიანის, რომლებიც მის გვერდით იყვნენ. 

კელის სიყვარული და სიცოცხლე ყოველთვის გვემახსოვრება. ცოტა დრო დამჭირდება, რათა ჩემი შვილების გვერდით ვიყო, რომელთაც დედა დაკარგეს, ამიტომაც, მაპატიეთ, თუკი ჩემგან ცოტა ხანს ვერაფერს გაიგებთ". – დაწერა ტრავოლტამ Instagram პოსტში. 

კელი პრესტონმა კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ავსტრალიაში ცხოვრებისას ერთერთმა მოდის ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, რომელიც მსახიობს დაეხმარა, მიეღო როლები კომერციულ რეკლამებში. მისი კინოკარიერა 1985 წელს დაიწყო, როდესაც რომანტიკულ კომედიაში Mischief მერლინ მაკკოლის როლი შეასრულა. 

კინოკარიერის განმავლობაში კელი პრესტონმა ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა SpaceCamp, Twins, Jerry Maguire და Holy Man. 

მსახიობმა თავისი ქმარი 1987 წელს ფილმის The Experts გადაღებებზე გაიცნო. მათ 1991 წლის 5 სექტემბერს პარიზში იქორწინეს, თუმცა, მეცნიერების მინისტრის მიერ ჩატარებული ცერემონია გაუქმდა და მსახიობებმა ხელახლა 12 სექტემბერს ფლორიდაში, დეიტონას სანაპიროზე ხელახლა იქორწინეს. 

წყვილს სამი შვილი ეყოლა. პირველი ვაჟი, ჯეტ ტრავოლტა 2009 წლის 2 იანვარს 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კავასაკის სინდრომი ჰქონდა. 

კომენტარები