საკოორდინაციო საბჭო

დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებები, დახურულში კი - რეპეტიციები

საქართველოს მთავრობა

დღეიდან, 13 ივლისიდან, დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, სადაც დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ასევე ნებადართული გახდება დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ისინი განაგრძობენ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებენ. 

კომენტარები