Tesla

TESLA-ს პირველი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია IFC FILMS-მა ახალი ბიოგრაფიული დრამის TESLA-ს პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ლეგენდარული გამომგონებლისა და მეცნიერის როლს ითან ჰოუქი ასრულებს. ეპოქის მეორე გენიოსს თომას ედისონს კაილ მაკლოკლენი განასახიერებს. პროექტის რეჟისორი მაიკლ ალმერეიდაა.

ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა კინოფესტივალ სანდესზე იანვარში შედგა. კინოგაქირავებაში Tesla მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გამოვა.

კომენტარები