Snowpiercer

SNOWPIERCER-ის მეორე სეზონის ტიზერი გამოვიდა

Medium

მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური სერიალის, Snowpiercer-ის მეორე სეზონის ტიზერი გამოვიდა.

ოცდაათწამიან ვიდეოში ახალი პერსონაჟი, სერიალის მთავარი ბოროტმოქმედი ვილარდი გამოჩნდა, რომელსაც მსახიობი შონ ბინი ანსახიერებს.

Snowpiercer ფრანგულ კომიქსს ეფუძნება. ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია ოსკაროსანმა რეჟისორმა ბონგ ჯუნ ჰომ 2013 წელს გადაიღო. ახალ სერიალში ჰო ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია. ფილმში ვილარდის როლს ედ ჰარისი ასრულებს.

 

 

 

კომენტარები