კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად მყოფი 9 აბიტურიენტი კარანტინში გადაიყვანეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 9 აბიტურიენტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად ერთ საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა, კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა მათ გამოცდების ჩაბარების საშუალება აქვთ. 

გამყრელიძის ინფორმაციით, 9 აბიტურიენტს და 3 ზედამხედველს ტესტირება ჩაუტარდათ და კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. 

"9 აბიტურიენტს მიეცათ საშუალება, გასულიყვნენ მეორე გამოცდაზე. ყველა მათგანი კარანტინშია და ორგანიზებულად ხდება ტესტირების შემდგომ მათი გამოცდაზე გასვლა, რომ არ გაუცდეთ წელიწადი". – ამბობს გამყრელიძე. 

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები