star wars

STAR WARS V - EMPIRE STRIKES BACK-ი წლევანდელი კინოგაქირავების ლიდერი გახდა

SlashGeer

ვარსკვლავური ომების მეხუთე ეპიზოდი, რომელიც 1980 წელს გამოვიდა, წლევანდელი კინოგაქირავების ლიდერია. 40-წლიან იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის კინოთეატრებში განახლებული, 4K ვერსიის ჩვენებები გაიმართა და 2020 წლისთვის რეკორდული თანხა $175 000 მოაგროვა.

The Empire Strikes Back-ი კინოგაქირავების ლიდერი მესამედ გახდა. პირველი წარმატება ფრენჩაიზის ყველაზე პოპულარულ ნაწილს 1980 წელს ერგო, როდესაც სურათი გამოვიდა, მეორედ მაღალი მაჩვენებელი ფილმმა 1997 წელს გამართული განმეორებითი ჩვენებებისას აჩვენა.

ამ დროისთვის საკულტო ფილმმა შემქმნელებს $400 083 259 მოუტანა. 

კომენტარები