გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს ჩაინიშნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიებას ამ დრომდე 19 წლის ფეხბურთელის საქმეში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება არცერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენია.

გამოძიებას დაკავებულთათვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარსადგენად 2-კვირიანი ვადა დარჩა.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ ბრალის დამძიმებისთვის საჭირო გარემოებები ვერ გამოკვეთა, არ არის გამორიცხული, სასამართლო სხდომა გადაიდოს. თუმცა, იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, გამოძიებას ვადები შეზღუდული აქვს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები