დანაშაულის სტატისტიკა

2020 წლის პირველ ხუთ თვეში განზრახ მკვლელობის შემთხვევები 150%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული ჯამურად 18.3%-ით შემცირდა. 

თუმცა, შსს-ს ცნობით, 2020 წლის პირველ ხუთ თვეში 150 %-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის შემთხვევები (აღირიცხა 30 ფაქტი), 12.5%-ით – დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობა (სულ 18 შემთხვევა) და 23%-ით – დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობა. ასევე გაიზარდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები, თუმცა, შემცირდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევები. 

შსს ირწმუნება, რომ გასულ წელთან შედარებით, შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ – კერძოდ, იანვარ-მაისში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამართალდამცველებმა ქურდობის 1973 ფაქტით ნაკლები (- 21.97%) აღრიცხეს, ასევე, 27.33%-ით შემცირდა ძარცვის, ხოლო 51.69%-ით – ყაჩაღობის შემთხვევები.

ოფიციალური სტატისტიკით, ასევე შემცირებულია გამოძალვის (-54.9%), თაღლითობის (-29.27%), ნივთის დაზიანების (-16.73%), ნარკოდანაშაულის (-43.96%), სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ფაქტები.

კომენტარები