კორონავირუსი

ზალკალიანი კარანტინში არწასვლაზე: მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ" - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მის ბელგიაში ყოფნის ფაქტს, საიდან დაბრუნებისასაც კარანტინში არ წასულა. მას საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

"სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დავით ზალკალიანმა Facebook-ზე განათავსა.

16 ივლისს ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას კითხვით მიმართა, გაივლიდა თუ არა ორკვირიან სავალდებულო კარანტინს დავით ზალკალიანი მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდა. 

კანდელაკის თქმით, ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ "მწვანე ქვეყნების" სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც "მწვანე ქვეყნებიდან" ჩამოდიან, ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ევროკავშირის ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.

კომენტარები