რუსი ჯაშუშები

კრემლი COVID-19-ის კვლევით ცენტრებზე კიბერთავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

დმიტრი პესკოვი
NBC

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსმა ჰაკერებმა რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან ერთად კვლევით ცენტრებზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს და COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევების მოპარვა სცადეს.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის შეიძლებოდა განეხორციელებინა ჰაკერული შეტევა ფარმაცევტულ კომპანიებსა და კვლევით ცენტრებზე დიდ ბრიტანეთში. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ რუსეთს ამასთან საერთო არაფერი ჰქონია." - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. 

დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში ორგანიზაციები, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, რუსი ჰაკერების კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

ხუთშაბათს, 16 ივლისს, კიბერთავდასხმის შესახებ ანგარიში გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სამსახურმა, კანადის კომუნიკაციების უსაფრთხოების ცენტრმა, აშშ-ს შინაგანი უშიშროების დეპარტამენტმა და აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტომ.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ჰაკერები რუსული სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობენ. ჰაკერები ჯგუფ APT29-ის წევრები არიან, რომელიც ასევე ცნობილია "the Dukes"-ისა და "Cozy Bear"-ის სახელით. 

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, ისინი 95%-ით არიან დარწმუნებული, რომ APT29 რუსული სადაზვერვო სამსახურის ნაწილია.

კომენტარები