საქართველო-დიდი ბრიტანეთი

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმითი გამოსამშვიდობებელი მიმართვას ქართულ ენაზე ავრცელებს. მას ელჩის პოზიციაზე აგვისტოდან მარკ კლეიტონი ჩაანაცვლებს.

"ეს იყო ჩემთვის უდიდესი პატივი, ვყოფილიყავი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ოთხი წლით, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი შესანიშნავი 4 წელი. ყველას დიდი მადლობა, მთელ ქვეყანას ასეთი გულთბილი მიღებისთვის და უშურველი მასპინძლობისთვის.

საქართველოს და საერთოდ ქართველ ხალხს მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. მე, როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა, თავი არ დავზოგე, შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე ქართველი და ბრიტანელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის, რადგან, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია". – ამბობს ჯასტინ მაკკენზი სმითი გამოსამშვიდობებელ ვიდეოში. 

კომენტარები