აიშვარია რაი

აიშვარია რაი ახალი კორონავირუსისგან განიკურნა და საავადმყოფო დატოვა

Getty Images

ინდოელი მსახიობი და ბოლივუდის ვარსკვლავი, აიშვარია რაი, ახალი კორონავირუსისგან განიკურნა და საავადმყოფო დატოვა.

აიშვარია რაისთან ერთად საავადმყოფო დატოვა მისმა ქალიშვილმაც, რომელიც ასევე ინფიცირებული იყო. დედა და შვილი ვირუსს 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ კლინიკაში რჩებიან მსახიობის ქმარი და მისი მამა. მათ მკურნალობა ივლისის დასაწყისში დაიწყეს და ჯერაც არ გამოჯანმრთელებულან.

"საბედნიეროდ, აიშვარია და აარადია ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოდან გაწერეს. ისინი სახლში იქნებიან. მამაჩემი და მე საავადმყოფოში ვრჩებით ექიმების დაკვირვების ქვეშ." – წერს აიშვარია რაის ქმარი.

კომენტარები