NDI-ის კვლევა

NDI: 17%-ის აზრით, COVID 19-ის შედარებით დაბალი გავრცელება გენეტიკის და რელიგიის დამსახურებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავთ. ამ მოსაზრებას მოსახლეობის 38% არ ეთანხმება.

ამავე კვლევის მიხედვით, წელს, პანდემიის დროს ეკლესიებში ჩატარებულ სააღდგომო წირვას მართლმადიდებლების მხოლოდ 10% დაესწრო.

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები