ანდრეა ბოჩელი

ანდრეა ბოჩელი: მამცირებს COVID-19-ის გამო იტალიის ჩაკეტვა, დავარღვიოთ წესები

Getty Images

იტალიელი ოპერის მომღერლის, ანდრეა ბოჩელის თქმით, ის Covid-19-ის გამო თავისი ქვეყნის ჩაკეტვით დამცირებული და შეურაცხყოფილია.

"სახლის დატოვების უფლება არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი არ ჩამიდენია." – თქვა მან.

ბოჩელი ასევე ამბობს, რომ 61 წლის ასაკში მუდმივად სახლში ყოფნა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, რადგან მას D ვიტამინი სჭირდება.

ლაპარაკის დროს მომღერალმა ეჭვი შეიტანა იტალიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ კორონავირუსის სტატისტიკაში და თქვა, რომ ის "არავის იცნობს, ვისაც რეანიმაციაში გადაყვანა დასჭირდა."

"უარი ვთქვათ წესების შესრულებაზე. წავიკითხოთ წიგნები, ვიმოძრაოთ, გავიცნოთ ერთმანეთი, ვილაპარაკოთ." – თქვა მან.

ანდრეა ბოჩელის შეხედულებებმა ბევრი ადამიანი გააკვირვა, რადგან იტალიაში პანდემიის პიკის დროს მომღერალი გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა - მან აღდგომას სრულიად ცარიელ მილანის საკათედრო ტაძარში იმღერა.

იტალიაში ახალი კორონავირუსი 246 000 ადამიანზე მეტს დაუდასტურდა, აქედან 199 000 გამოჯანმრთელდა და 35 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები