ახალი კორონავირუსი საქართველოში

NCDC: კორონავირუსით 129 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, მათგან 1 გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ახალი კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 129 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 111 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 18 ტექნიკური პერსონალი. ეს კი ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს.

[დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 2020 წლის 11 ივლისის მონაცემებია ასახული]

NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მის სამსახურს არ უკავშირდება. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 110-ია.

პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის, მათგან ერთი გარდაიცვალა (70 წლის ექთანი ქალი, ქვემო ქართლი).


ფოტო: NCDC

სამედიცინო პერსონალის ინფიცირება, მეტწილად, ჰოსპიტალურ დაწესებულებებში მოხდა, მათ შორის 52%, ე.წ. კოვიდ კლინიკებში.


ფოტო: NCDC

კომენტარები